კვლევა


კვლევის მიზანი:


  • თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანთა სტატისტიკის გაცნობა.
  • თამბაქოს მავნებლობის შესახებ საზოგადოების ცნობადობის და დამოკიდებულების შესწავლა.
კვლევაში მონაწილენი:
  • მოსწავლეები;
  • მშობლები;
  • სკოლის ექიმი;
  • მანდატური;
  • სკოლის დირექტორი.
კვლევის მეთოდოლოგია
  • წინასწარ შედგენილი ანონიმური კითხვარების მიხედვით შემთხვევითი შერჩევის გზით რესპოდენტების (მშობლების, მოსწავლეების ) გამოკითხვა .
  • ინტერვიუს ჩაწერა.
კვლევის მიმდინარეობა:

კვლევა ჩატარდა სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს შორის. გამოიკითხა სკოლის მანდატური, ექიმი და დირექტორი.

კვლევა მოიცავდა შემდეგ კითხვებს:
მოსწავლეები:
1.ხართ თუ არა მწეველი?
2.რა იყო სიგარეტის მოწევის დაწყების მიზეზი?
3.იცით თუ არა თამბაქოს მავნებლობის შესახებ?
4. გყავთ თუ არა ოჯახის წევრი მწეველი?
მშობლები:
1.ხართ თუ არა მწეველი?
2.იცით თუ არა თამბაქოს მავნებლობის შესახებ?
3. ფიქრობთ თუ არა რომ ამით ცუდ მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებს (სხვებს) ?
4. გიცდიათ თუ არა თავის დანებება თამბაქოს მოწევისთვის?

სკოლის ექიმი
  • თქვენი აზრი თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით.
  • რა საფრთხეს უქმნის თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას?
სკოლის მანდატური:
  • რამდენად ხშირად ფიქსირდება თამბაქოს მოწევის ფაქტი მოსწავლეებში.
  • რა ღონისძიებები ტარდება სკოლაში თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგოდ?
   სკოლის დირექტორი:
  •  სკოლის დირექციის მიერ თამბაქოს მოწევის რამდენი ფაქტი დაფიქსირდა მოსწავლეებში 2 წლის წინ? 1 წლის წინ?  წელს?
მოსწავლეების გამოკითხვა
1.ხართ თუ არა მწეველი?



2.რა იყო სიგარეტის მოწევის დაწყების მიზეზი?


3.იცით თუ არა თამბაქოს მავნებლობის შესახებ?



4. გყავთ თუ არა ოჯახის წევრი მწეველი?



მშობლების გამოკითხვა :
  1.ხართ თუ არა მწეველი?

2. იცით თუ არა თამბაქოს მავნებლობის შესახებ?

3.ფიქრობთ თუ არა , რომ ამით ცუდ მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებს (სხვებს) ?


 4. გიცდიათ თუ არა თამბაქოს მოწევისთვისთვის  თავის დანებება ?

       გარდა კითხვარებით მიღებული შედეგებისა წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუებს რამდენიმე რესპოდენტთან :



      ვიცით , რომ სკოლის შინაგანაწესის თანახმად,  ტარდება სხვადსხვა ღონისძიებები თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე გავესაუბრეთ სკოლის დირექტორს ქ-ნ მზია გელაშვილს და ჩავწერეთ ინეტრვიუ (იხილეთ ვიდეო)





      ამ გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ მწეველი ბევრია , ძირითადად მშობლებში , იციან ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ და რაც მთავარია სურვილი აქვთ თავის დანებების.
 გამოკითხული  მოსწავლეების უმეტესობა კი თამბაქოს მოწევას იწყებს თვითდამკვიდრების მიზნით.

პრობლემის გადაჭრის გზები:

    რადგან მოსწავლეებში  თამბაქოს  მოწევის  დაწყების ძირითადი მიზეზია თვითდამკვიდრება ,  ჩვენი ინიციატივით,  სკოლის დირექციის , პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით, მიზნად დავისახეთ მოზარდთა აქტიურად ჩართვა  სასკოლო ცხოვრებაში.
    შევქმენით ბლოგი,  რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას თამბაქოს მავნებლობის შესახებ. დავამზადეთ პლაკატები და  ბროშურა -,,გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს".



     თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ  სკოლაში  ჩავატარეთ აქცია   სხვა მოსწავლეებთან ერთად და დავარიგეთ თამბაქოს მავნებლობის შესახებ საინფორმაციო ბროშურები.
    იმედი გვაქვს , რომ აღნიშნული ქმედებით მწეველ საზოგადებას დავეხმარებით სურვილი გავუჩინოთ თავი დაანებონ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას.




No comments:

Post a Comment