თამბაქოს წარმოშობა


    თამბაქო (nicotiana) - ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (nicotiana tabacum) და წეკო (nicotiana rustica). დეკორატიული მებაღეობაში თმბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.
 თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა.   იგი  თავდაპირველად მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.  ევროპას კი  XV საუკუნეში კოლუმბმა გააცნო ( აბორიგენებმა შესთავაზეს თამბაქოს გასინჯვა).
   თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთან არის დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯრეზე, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თმბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. პორტუგალიის სამღვდელოებამ, როდესაც დაინახა, რომ როდრიგო ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდა, ის ეშმაკეულად ჩათვალა და დააპატიმრა. როდრიგო მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მას ბევრა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თმბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. იგი მოჰყავდათ როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე, მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი კულტივირება მთლ მლოფლიოში.
    მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც ასოცირდება თამბაქო, ფრანგი ჟან ჟიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი ტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ თამბაქო საფრანგეთშიც პოპულარული გახდა. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს. მხოლოდ ოთხმოცი წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა - სხვათა შორის, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით - თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.
    საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარაში და ბოლოს აღმოსავლეთ საქათველოს რაიონებში.

   გთავაზობთ, ჩვენს მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ვიდეო მასალას, თამბაქოს დამზადების შესახებ.
  

No comments:

Post a Comment