მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.
დამოკიდებულების განვითარება
პირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის წვას, გულისრევას, თავბრუხვევას იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა, ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. დამოკიდებულების ეს ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს ეწევიან. ნევროლოგიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მომდევნო ეტაპზე მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). მწეველი სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს. ყველაზე მსუბუქი გართულებაა ქრონიკული ბრონქიტი, უსიამოვნო შეგრძნებები, ზოგჯერ ტკივილიც კი,კუჭისა და გულის არეში, პულსისა და არტერიული წნევის მერყეობა. მწეველები უჩივიან თავის სიმძიმესა და ტკივილს, ძილის დარღვევას, მომეტებულ გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას.
ნიკოტინით მწვავე ინტოქსიკაციის დროს (ასეთი რამ უმთავრესად ბავშვებს ემართებათ) აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის არეში, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) იცვლება ტაქიკარდიით (გულისცემის აჩქარებით). აჩქარებული სუნთქვა (ქოშინის ერთ-ერთი სახეობა) შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია მხედველობისა და სმენის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნება, რომელიც ზოგჯერ ლეთარგიული მდგომარეობით (გონმიხდილობა, უმოქმედობა) იცვლება. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და კომური მდგომარეობაც.
დამოკიდებულების განვითარების პროცესს ხელს უწყობს სხვადასხვა გარე ფაქტორები: მაგ. მხატვრული ფილმები ( სიგარეტის მოხმარებელი პერსონაჟები) , რეკლამები - ,,მოწევა კლავს ", ,,18 წლამდე მოწევა აკრძალულია" - ამავდროულად გვერდით დევს სიგარეტის ცნობილი ბრენდების მაქებარი ფრაზები, თუ რამდენად კარგია, თავისუფლების მომტანია მათი პროდუქცია.
დამოკიდებულების განვითარების პროცესს ხელს უწყობს სხვადასხვა გარე ფაქტორები: მაგ. მხატვრული ფილმები ( სიგარეტის მოხმარებელი პერსონაჟები) , რეკლამები - ,,მოწევა კლავს ", ,,18 წლამდე მოწევა აკრძალულია" - ამავდროულად გვერდით დევს სიგარეტის ცნობილი ბრენდების მაქებარი ფრაზები, თუ რამდენად კარგია, თავისუფლების მომტანია მათი პროდუქცია.
მავნე ჩვევის სამედიცინო შედეგები
დადგენილია, რომ ადამიანი, რომელიც დღეში დაახლოებით ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, სიცოცხლეს საშუალოდ ხუთი წლით იმოკლებს. სიკვდილიანობის მომატებული რისკი მოწევის შეწყვეტის შემდეგ მცირდება და დაახლოებით 10-15 წელიწადში აღწევს არამწეველთა შესატყვის დონეს. როგორც ცნობილია, თამბაქოს კვამლს კარცენოგენური (კიბოს გამომწვევი) თვისებები ახასიათებს.მასში 4000 -მდე ნივთიერება შედის. მათგან მიჩვევას ნიკოტინი იწვევს . ერთი სიგარეტის მოწევა მანქანებით გადატვირთულ ავტომაგისტრალზე 36 საათის განმავლობაში ყოფნის ტოლფასია.
![]() |
თამბაქოს ბოლის შემადგენლობა |
ემფიზემა, პნევმონიაც. ნიკოტინი აზიანებს კორონარულ, პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, რის გამოც მწეველებს შორის ორჯერ უფრო ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. დადგენილია, რომ მწეველები უფრო ხშირად არიან უნაყოფონი და უფრო ძნელად ორსულდებიან, ვიდრე არამწეველები. მწეველ ქალებს გაცილებით ხშირად ურთულდებათ ორსულობა, ხოლო მათი ახალშობილები საშუალოდ 200 გრამით ნაკლებს იწონიან და ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის რისკიც უფრო მაღალი აქვთ.
თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოვლენილი დაავადებათა სტატისტიკა |
პასიური მოწევა
არამწეველებიც განიცდიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას - მას ყველგან ისუნთქავენ, სადაც კი მწეველები არიან. ამ პროცესს პასიურ მოწევას უწოდებენ. კვამლი, რომელიც მწეველის ორგანიზმში ხვდება, ”ძირითადი” კვამლია, ხოლო კვამლი, რომელიც
გარემომცველ სივრცეში იფანტება და რომელსაც მწეველთან ერთად და არამწეველიც ისუნთქავს - მეორეული ანუ თანამდევი კვამლი. ძირითადი და თანამდევი კვამლი შედგენილობით ერთმანეთისგან განსხვავდება. თანამდევი კვამლი უფრო მეტ ნახშირწყალბადებს, ნიტრონაერთებს, ბენზოპირენს შეიცავს, ამიტომ მწეველების წრეში არამწეველმა შეიძლება იმდენი კვამლი ჩაისუნთქოს, რაც დღეში სამი ღერი სიგარეტის მოწევას უდრის. პასიურ მწეველებს შორის ოციდან სამოცდაათამდე პროცენტით მეტია ფილტვის კიბოს, გულის იშემიური დაავადების შემთხვევები, ხოლო მწეველთა შვილებს გაცილებით იოლად ემართებათ რესპირატორული (სუნთქვითი) დაავადებები.
მკურნალობა
მწეველთა დიდი უმრავლესობა თვითონვე ცდილობს, თავი დაანებოს თამბაქოს წევას. მოტივი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მატერიალური პრობლემები, გარეგნული იერის გაუმჯობესების სურვილი, ორსულობა, შვილის შეძენა და სხვა. სტატისტიკის თანახმად, მათი დაახლოებით 70% სამი თვის განმავლობაში ისევ უბრუნდება ამ მანკიერ ჩვევას, თუმცა ყოველი მომდევნო ცდისას თავის დანებების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება ნიკოტინისადმი დამოკიდებულების ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, დასავლეთის ქვეყნებში ბოლო ხანს პოპულარულია ნიკოტინოვანი საღეჭი რეზინი და ნიკოტინოვანი პლასტირი, რომლებიც ასუსტებს ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს და, შესაბამისად, თამბაქოს მოწევის სურვილს. აღკვეთის სინდრომს ამცირებს სხვა თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებიც. დეპრესიული ფონისა და გაღიზიანებადობის შესამცირებლად შესაძლებელია ანტიდეპრესანტებისა და ტრანკვილიზატორების გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 1970 წლიდან ებრძვის თამბაქოს მოხმარებას. მის მოწოდებას მრავალი ქვეყნის მთავრობა გამოეხმაურა, მათ შორის - საქართველოსიც. ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია თამბაქოს რეკლამა და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოფისებში. სიგარეტის კოლოფებზე გაჩნდა წარწერა მისი მავნებლობის შესახებ. მიმდინარეობს თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ ღონისძიებებს შედეგი უდავოდ აქვს, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებამ შესამჩნევად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძვრები ჩვენთანაც შეინიშნება, თამბაქოს მოხმარების კლების ტენდენციაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. იმედია, ჩვენი საზოგადოებაც მოეგება გონს და სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას წარსულს ჩააბარებს.
No comments:
Post a Comment