მოდი ბიჭო, სიგარეტი გააბოლე! - მივდივარ ქუჩაში და მესმის ხმა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა დავინახე ასეთი სურათი: მოზარდი, მასზე უმცროს სთავაზობდა სიგარეტის მოწევას. მიუხედავად ჩემი უარყოფითი ემოციისა, თავი შევიკავე, არ ჩავერიე და განვაგრძე გზა. მთელი დღე კი არ მასვენებდა ფიქრი, თუ რატომ არ შევუშალე ხელი იმ მოზარდს. არადა ზუსტად ვიცი რომ მოწევა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამცირებს მის სასიცოცხლო წლებს ... და მაინც ...
აღნიშნული ფაქტი არ მაძლევდა მოსვენებას ...
კონკურსის, "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე", გაცნობის შემდეგ, მე და ჩემს ამხანაგებს დაგვებადა სურვილი, რომ ამ ფაქტს გამოვხმაურებოდით და შეგვექმნა ბლოგი, რითაც საზოგადოებას და ჩვენს თანატოლებს გავაცნობდით ამ მანვე ჩვევის უარყოფით ზეგავლენას. იქნებ დავეხმაროთ კიდეც როგორმე უარი თქვან თამბაქოზე.
გვჯერა, გააკეთებენ სწორ არჩევანს და არას ეტყვიან ამ მავნე ჩვევას.